„ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის“ ისტორია იწყება 2004 წლიდან შპს „ჯანმრთელი ცხოვრება“ (ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევათა კლინიკის) სახელწოდებით, რომელიც დაარსებულ იქნა პროფესორ ელენე გიორგაძის, ვასილ ჩაჩიბაიას და ნანა ცაგარელის მიერ.
ჯერ კიდევ 2004 წელს ელენე გიორგაძის ხელმძღვანელობით მე–4 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ტექნიკურ (მე–9) სართულზე დაფუძნდა ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევათა კლინიკა, ხოლო 2011 წლიდან კლინიკამ შეიძინა „ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის“ სახელწოდება.
ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კათედრა ენდოკრინოლოგიაში. მიმდინარეობს დიპლომამდელი და პოსტდიპლომური უწყვეტი განათლების პროგრამები, სადაც მზადებას გადის მრავალი დოქტორანტი და რეზიდენტი, როგორც საქართველოდან ასევე სხვა ქვეყნებიდან.
კლინიკის ბაზაზე ასევე არსებობს კერძო, უწყვეტი სამედიცინო განათლების სარეზიდენტო პროგრამა ენდოკრინოლოგიაში.
2004 წელს ინსტიტუტის ბაზაზე დაარსებულია საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის წევრია.
ასევე 2012 წელს ინსტიტუტში ფუნქციონირებს ძვლოვანი სისტემის მეტაბოლურ დარღვევათა საქართველოს ასოციაცია, რომელიც ერთიანდება ოსტეოპოროზის საერთაშორისო ასოციაციაში.
2018 წელს კლინიკაში დაარსდა „ვასილ ჩაჩიბაიას სახელობის საქართველოს თირეოიდოლოგიის ფონდი“. ფონდის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგზარდა ექიმების და მეცნიერების განათლებას და პროფესიულ ზრდას. ასევე განახორციელოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების კლასიფიკაციის და ნომენკლატურის, აგრეთვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ძირითადი მედოთების სტანდარტიზაცია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
დღეს ენდოკრინოლოგიის ინტელექტუალური რესურსი, მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ინსტიტუტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს ენდოკრინული პროფილის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის არის შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ჭარბთმიანობა, ოფლიანობა, მენსტრუალური დარღვევები, მეტაბოლური დარღვევები.
კლინიკა მონაწილეობს საერთაშორისო კლინიკურ კვლევევბში (1-ლი-დან-და მე-4 ფაზის ჩათვლით).
0159, საქართველო, ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.13/6;
4600, საქართველო, ქ. ქუთაისი, ა. ხახანაშვილის 12;
6004, საქართველო, ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 4.